fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 40 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ მამა 20 წლის მანძლზე მასზე სექსუალურად ძალადობდა

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში ბოლო 20 წლის მანძილზე ხდებოდა და ამის შესახებ არავინ იცოდა. 40 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ საკუთარი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ 20 წლის იყო.

მისი საჩივრის მიხედვით, 68 წლის მამამ ბოლოს მასზე გასულ ოთხშაბათს იძალადა, ამ უმძიმესი ფაქტის შემდეგ კი, პოლიციის განყოფილებაში მისვლა შეძლო და მომხდარის შესახებ განაცხადა. როგორც ირკვევა, 40 წლის მამაკაცი ხოლარგოში ცხოვრობს და რაც ყველაზე შემზარავია, პოლიციაში საჩივრის შეტანისას დაადასტურა, რომ ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი და ძალადობა ბოლო 20 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

მამაკაცმა დეტალურად აღერა კოშმარი, რომელშიც ამდენი წელი ცხოვრობდა და აღნიშნა, რომ ამ ხნის მანძილზე სირცხვილის გამო ვერ ბედავდა მამის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.

საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.

onalem

ტესტ