fbpx
კრიმინალი

თაღლითობის გზა საბერძნეთში, რომლითაც თანხა მარტივად შეიძლება მოგპარონ – შეტყობინებები ოფიციალური უწყებების სახელით

ტელეკომპანია Μega-ს მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ საბერძნეთში ბოლო პერიოდში მომრავლდა მცდელობები, რომ მიითვისონ მოქალაქეთა საბანკო მონაცემები, კოდები, რათა შემდეგ ანგარიშებიდან ფულის მოპარვა შეძლონ.

საუბარია შეტყობინებებეზე (e-mail), რომლებსაც თაღლითები აგზავნიან ოფიციალური უწყებების სახელით, ბანკების და Gov.gr-ის სახელითაც კი. ძირითადად ითხოვენ, რომ მოქალაქეებმა გახსნან და გადავიდნენ ბმულზე, რომლის საშუალებითაც წვდომა ეძლევათ ტელეფონის ან კომპიუტერის შიდა ინფორმაციაზე, შესაბამისად, საბანკო ანგარიშზეც.

აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ თავი დაიცვათ, თუ მოგივათ გარკვეული შინაარსის შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე, ნუ გახსნით მას და ნუ გადახვალთ ბმულებზე. უმჯობესი იქნება, თუ პირდაპირ წაშლით შემოსულ შეტყობინებას.

აღნიშნული გზით ბოლო პერიოდში მოქალაქეების მიერ დაკარგული თანხა ათასობით ევროს შეადგენს, რადგან შეტყობინება შესაძლებელია დაწერილი იყოს საკმაოდ დამაჯერებელი ტონით.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო და კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ