fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს თირკმელი “აჩუქა”, რომ დონორის რიგში წლები არ გაეტარებინა

ვოლოსელი მამაკაცის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეუღლის მიმართ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა. როგორც ირკვევა, ის ქალის დონორი გახდა, რომელსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება და წყვილი ახლა ამ პროცესისთვის ემზადება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 55 წლის ქალი ახლა სისხლის გაწმენდის ურთულეს პროცესს გადის, გამომდინარე იქიდან, რომ დონაციის პროცესიი საკმაოდ ხანგრძლივია და პაციენტებს წლებიც კი უწევთ რიგში დგომა, სანამ დონორი გამოუჩნდებათ, მისმა 60 წლის მეუღლემ ექიმებს შესთავაზა, განეხილათ მისი დონორობის ვარიანტი და თუკი ანალიზების პასუხები შესაძლებლობას მისცემდათ, თავად მას “ეჩუქებინა” ერთი თირკმელი მეუღლისთვის.

როგორც ირკვევა, მამაკაცის ანალიზები სრულად დაემთხვა და უახლოეს პერიოდში მეუღლეს თირკმელს გადაუნერგავს, რეაბილიტაციის პროცესის გავლის შემდეგ კი, მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

როგორც საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, ცოცხალი დონორი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა და კვლევებმა დაამტკიცა მისი უპირატესობა ტრანსპლანტაციის მყისიერი შედეგის თვალსაზრისით.

onalem

ტესტ