fbpx
საბერძნეთი

“არსებობს მოდუნება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პირვანდელ სიფხიზლეს” – კირიაკოს მიცოტაკის მიმართვა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი რიცხვია. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ მათი უმრავლესობა კვლავ შემოსული ტურისტები არიან, რაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, არც თუ ისე სახარბიელო ფაქტია.

არსებული ცნობებით, 41-დან 26 შემთხვევა დაფიქსირებულია ქვეყნის საზღვრებზე, შემომავალი ტურისტების შემოწმების შედეგად. დანარჩენები ნაწილდება ატიკის რეგიონზე, თესალონიკზე, დრამასა და ქსანთიზე.

11 ივლისს საბერძნეთში არ გარდაცვლილა არცერთი ადამიანი.

კირიაკოს მიცოტაკი, რომელიც კუნძულ კერკირაზე ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა, აცხადებს, რომ მოსახლეობა მოდუნებულია, რაც ამ ეტაპზე აბსოლუტურად დაუშვებელია:

“დაჟნებით მოვითხოვ, რომ მხარი დავუჭიროთ ტურისტულ ბიზნესს და ყველა იქ დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ პატივისცემის ფარგლებში დავაკვირდებით უსაფრთხოების ნორმებს სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, სეზონურ მაღაზიებში, რომლებიც სწორედ ტურისტულ სეზონზე არიან დამოკიდებულები. მე ვამჩნევ, რომ არსებობს მოდუნება და აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ პირვანდელ სიფხიზლეს,” ხაზი გაუსვა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ