fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

საბერძნეთის მოსახლეობის 80% მიწისძვრის საფრთხის ქვეშაა

საბერძნეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობის 80% მიწისძვრის საფრთხის ქვეშაა. ევროპაში ეს ბუნებრივი კატასტროფა 170 მილიონ ადამიანს ემუქრება. მათი უმრავლესობა ცხოვრობს იტალიაში, რუმინეთსა და საბერძნეთში. საბერძნეთი მსოფლიოში ”შენობების ნგრევისა და ცუნამის რისკის ქვეშ მყოფ” სახელმწიფოებს შორის მეათე ადგილზეა.

ევროპის ქვეყნებს შორის კი, საბერძნეთი 21-ე ქვეყანაა, რომლის დატბორვის რისკი ძალიან მაღალია, ხოლო ამ რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა 145,000, რაც მთლიანი მოსახლეობის 1%-ს შეადგენს. ცნობილია, რომ 1975 წლიდან 2015 წლამდე ბერძნების რაოდენობა, რომელთაც დატბორვის საფრთხე ემუქრებათ 44%-ით გაიზარდა. ბოლო 40 წლის მანძილზე ევროპის მასშტაბით ეს ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

კვლევების თანახმად, გლობალური ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფები აღნიშნულ წლებში გაორმაგდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ურბანიზაციის პროცესი, მოსახლეობის რაოდენობის და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაა.

სეისმურ ზონებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 93%-ით გაიზარდა: 1,7 მილიარდიდან 2,7 მილიარდამდე.

მეორეს მხრივ, ევროპაში წყალდიდობა ყველაზე გავრცელებული კატასტროფაა. ევროპაში ამ მხრივ პირველია გერმანია, შემდეგ საფრანგეთი და ნიდერლანდები. კონტინენტებიდან ყველაზე დაუცველია აზია.

ზოგადად კი, დედამიწის მოსახლეობის 11% იმყოფება დატბორვის პოტენციური რისკის ქვეშ.

onalem

ტესტ