fbpx
საბერძნეთი

“მხოლოდ სამუდამო პატიმრობა განხრაზ მკვლელობისთვის!” – ცნობილი კრიმინალისტი, საკის კეხაგიოღლუ

დღეს იოანინაში კრიმინალისტ იურისტთა ასოციაციის კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე განიხილეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, შესწორება კანონში, რომელიც განზრახ ჩადენილ მძიმე კრიმინალურ დანაშაულებს ეხება.

საბერძნეთში პატიმრობის ვადები საკმაოდ სადავო თემაა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ დამნაშავეები არაადეკტურად მალე უბრუნდებიან თავისუფლებას, ხოლო კონკრეტული დანაშაულებისთვის თვლიან, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ სამუდამო პატიმრობის სასჯელი.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში კრიმინალის გაზრდის გამო (განსაკუთრებით ქალთა მიმართ) აქტიურად დაიწყო მსჯელობა, თუ როგორი სახე უნდა მიეცეს ახალ კანონს. ცნობილი კრიმინალისტი, საკის კეხაგიოღლუ აცხადებს, რომ მან მხარი დაუჭირა შესწორებას, რომლის მიხედვითაც განზრახ ჩადენილი მკვლელობების შემთხვევებში ერთადერთი სასჯელი უნდა იყოს თავისუფლების უვადო აღკვეთა, თუმცა, რეალურად უვადო, ვინაიდან ამ დროისთვის საბერძნეთში ეს სიტყვა მხოლოდ რამდენიმე წელს ნიშნავს.

კეხაგიოღლუ განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრება უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა, თუმცა, ცხადია, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განიხილოს საქმის თითოეული გარემოება და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი.

onalem

ტესტ