fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი თანამშრომელი გარდაიცვალა

გრევენაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხაროდ, სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებულად ითვლებოდა, კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადების მიხედვით, გარდაცვლილია.

სამივე მამაკაცი აფეთქების დროს სამსახურში იმყოფებოდა, მათი ასაკია 33, 35 და 46 წელი.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს ოჯახებს, დანაკარგთან დაკავშირებით. მათი თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობენ, რომ დადგინდეს აფეთქების ზუსტი მიზეზი.

როგორც ირკვევა, მეხანძრეთა ბრიგადა ადგილზე აფეთქებიდან რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა, სამი თანამშრომლის პოვნა ვერანაირად ვერ მოხერხდა.

onalem

ტესტ