fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დღეს, 7 თებერვალს, უმუშევრებს 300 ევროს ბონუსები ჩაერიცხებათ

როგორც ბერძნული მედია იუწყება, დღეს, 7 თებერვალს, 300 ევროს ბონუსები ჩაერიცხებათ მათ, ვინც გრძელი ვადით უმუშევარია.

საუბარია ΔΥΠΑ-ს დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილია დაახლოებით 10.290 ადამიანისთვის და წარსულში უკვე ჩაერიცხა 96.990 ადამიანს. თანხები, 300 ევროს ოდენობით, ბონუსის სახით დაჯდება ანგარიშებზე, მაგრამ გამოჩნდება ჩარიცხვიდან 1-2 დღის შემდეგ.

თანხა ეკუთვნით მათ, ვინც გრძელი ვადით უმუშევარია, რაც მოიცავს 5 წელს. ანუ უნდა იყოს დაფიქსირებული როგორც ოფიციალურად უმუშევარი მინიმუმ 5 წლის მანძილზე.

იმისთვის, რომ ნახოთ, აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს, 300 ევროს ბონუსის მისაღებად, შეგიძლიათ თქვენი ტაქსინეტის კოდების საშუალებით ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/anergia/ephapax-khrematike-parokhe-gia-anergous.

იმისთვის, რომ თანხა მიიღოთ, რაიმე დამატებითი პროცედურის განხორციელება არ არის საჭირო, თუკი გეკუთვნით, ავტომატურად ჩაგერიცცხებათ ანგარიშზე.

ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერს, საკუთარი მდგომარეობის გასარკვევად.

 

 

onalem

ტესტ