fbpx
საბერძნეთი

კონტროლი ათენის გზებზე დრონების საშუალებით – ინოვაცია, რომელიც პოლიციას რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას

საბერძნეთის საგზაო პოლიცია კონტროლის ახალ საშუალებას გამოიყენებს, რომელიც მათ რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას გზებზე არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული ინოვაცია მიზნად ისახავს დედაქალაქის მთავარ არტერიებზე მოძრაობის უშუალო რეგულირებას და გზებზე მოძრაობის უფრო სწრაფად დეკომპრესიას.

მას შემდეგ, რაც პოლიცია მიიღებს ზუსტ ინფორმაციას გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ექნება საშუალება ჩაერიოს დროულად და დაუყოვნებლივ, სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად და მათი პრევენციისთვისაც.

დრონები იმუშავებენ დეცენტრალიზებულად და გაიგზავნებიან საგზაო მოძრაობის კონტროლის ოპერაციების შტაბიდან, სწორედ იქიდან ხდება საგზაო ძალების კოორდინაცია მთელი ატიკის მასშტაბით.

იმედოვნებენ, რომ დრონების გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას, რომელიც ჭარბობს პიკის საათებში და ასევე, საგრძნობლად უსაფრთხოს გახდის მოძრაობას.

onalem

ტესტ