fbpx
საბერძნეთი

“საყოფაცხოვრებო კალათში” შემავალ პროდუქტთა სია გამოქვეყნდა – შემცირებული ფასი 3-დან 1 პროდუქტზე

დღეს გამოქვეყნდა 50+1 პროდუქტთა სია, რომლებიც სუპერმარკეტებმა “საყოფაცხოვრებო კალათის” სიაში შეიყვანეს და არსებული მონაცემების მიხედვით, სამიდან ერთ პროდუქტს შემცირებული ფასი აქვს.

პარალელურად, სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, სუპერმარკეტები ვალდებულნი არიან, რომ მოახდინონ ამ კონკრეტული პროდუქტების ეტიკეტირება, რათა მომხმარებლისთვის მარტივი იყოს მათი ამოცნობა.

“ძალიან ვამაყობ, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც 246 პროდუქტზე გვაქვს ფასების კლება, წინა კვირებთან შედარებით. უკვე ყველა სუპერმარკეტმა წარმოადგინა თავისი სია და მომხმარებელიც უკვე ხედავს განსხვავებას საკუთარ ჯიბეზე,” აცხადებს აგონის გეორგიადი.

აღნიშნულ ინიციატივას როგორც უკვე ცნობილია, უამრავი სუპერმარკეტის ქსელი შეუერთდა (მათ შორის Wolt) და სპეციალურ პლატფორმაზე განათავსეს თავიანთი კონკრეტული სიები.

თითოეული დეტალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://e-katanalotis.gov.gr/householdBasket.

 

 

onalem

ტესტ