fbpx
კრიმინალი

17 გაძარცვული სახლი და 300.000 ევროს “ნადავლი” – თესალონიკში კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახელმწიფო ნომრები მოიპარა და პოლიციას აბნევდა

თესალონიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრეს, რომელიც ოთხი მამაკაცისგან შედგებოდა და მხოლოდ და მხოლოდ 15 დღეში უამრავი ქურდობის ჩადენა მოახერხა. კერძოდ, გაძარცვეს 17 სახლი, ხოლო მათ მიერ მოპოვებული “ნადავლის” ღირებულება 300.000 ევროს აჭარბებს.

საუბარია ბოშების კრიმინალურ დაჯგუფებაზე, რომელიც მოქმედებდა პანორამას, პილეას, ორეოკასტროს, თერმის, ნეაპოლისა და ნიკოპოლის ტერიტორიებზე. ოთხ მამაკაცს, რომელთა ასაკიც 18, 19, 20 და 24 წელია, შემუშავებული ჰქონდათ სპეციალური გეგმა. იპარავდნენ სამთავრობო მანქანების ნომრებს და სხვა მანქანებზე ამაგრებდნენ, შესაბამისად, პოლიციას აბნევდნენ და მათ კვალზე გასვლა დიდი ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა.

პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები: ტელეფონები, აქსესუარები, სამკაულები, იარაღი, დრონი და თანხა.

onalem

ტესტ