fbpx
საზოგადოება

“რეანიმაციაში დრო არ გადის” – ცნობილი შეფი, იანის მამალაკი საავადმყოფოშია მოთავსებული

ცნობილი შეფი, იანის მამალაკი კვიპროსის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა, მამალაკი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიურ მკურნალობას გადის, ვინაიდან სამეიდიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.

აღნიშნული ინფორმაცია თავად შეფის მიერ გავრცელდა სოციალურ ქსელში, როდესაც მან ტკბილეულის ვიდეო განათავსა. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ვიდეოზე დაუწერა, რომ ვინაიდან ასეთ ვიდეოებს დებდა, სავარაუდოდ, უკეთესად უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეფმა უპასუხა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში დრო არ გადის.

მამალაკი არ ასახელებს კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: “ნიქოზიის საავადმყოფოში, რეანიმაციაში ვიმყოფები, ნორმალურად ვარ. კვიპროსელები ბევრად წინ არიან ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, სწრაფები და ეფექტურები,” წერს ის.

onalem

ტესტ