fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში დააკავეს ავღანელი, რომელიც გამვლელებსა და პოლიციას იარაღს უმიზნებდა

საბერძნეთის პოლიციამ შესაბამისი ოპერაციის შედეგად დააკავა ავღანელი 37 წლის მამაკაცი, რომელიც ათენის ცენტრში შეიარაღებული გადაადგილდებოდა და გამვლელებსა და პოლიციის ოფიცრებს იარაღს უმიზნებდა. პოლიციამ მისი განიარაღება და შემდეგ ხელბორკილების დადება შეძლო ისე, რომ არავინ დაშავებულა.

საუბარია 37 წლის მაჰმუდ სურზე, რომელიც სამართალდამცველებისთვის უკვე ნაცნობი იყო და წარსულშიც ჰქონია კანონთან პრობლემები. არსებული ცნობებით, მამაკაცი ათენის ერთ-ერთ ყველაზე ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე იდგა და იარაღს უმიზნებდა ყველას, ვინც მის წინ გაივლიდა. პოლიციას აღნიშნულის შესახებ თავად გამვლელებმა შეატყობინეს და როდესაც ადგილზე ოფიცრები მივიდნენ, სთხოვეს, იარაღი დაბლა დაედო. ავღანელი მათ არ დაემორჩილა, იარაღის დამიზნება მათი მიმართულებითაც დაიწყო და შემდეგ გაქცევა სცადა.

37 წლის სურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, წარსულში კი ქურდობებისთვის არის ნასამართლევი.

 

onalem

ტესტ