fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის ცენტრში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოკლული მამაკაცი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მძიმე დანაშაულს ეხება. ათენის ცენტრში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ადგილზე 9 მაშველი სამი სახანძრო მანქანით მობილიზდა. თუმცა, შენობაში მხოლოდ ხანძარი არ ყოფილა.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მათ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის დანით ყელის არეში იყო დაჭრილი და მკვლელობის იარაღიც გვერდით ეგდო.

მიტოვებული შენობა კოლონოსში, ხაძიაპოსტოლუს N2-ში მდებარეობს.

გამოძიებას საბერძნეთის პოლიცია და სახანძრო ბრიგადა ერთად აწარმოებს.

გარდაცვლილის ვინაობა და ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ