fbpx
საბერძნეთი

ხვალ ათენში მეტროსადგურები იკეტება: ნახეთ, რომელ სადგურებზეა საუბარი და როდის დაიკეტებიან?!

საბერძნეთის პოლიციის ბრძანების საფუძველზე ხვალ, 17 ნოემბერს, ათენში რამდენიმე მეტროსადგური დაიკეტება. აღნიშნული მოვლენები უკავშირდება “პოლიტეხნიოს” 49-ე წლისთავს, რომლის გამოც დედაქალაქის ცენტრში საგანგებო მდგომარეობა გუშინდელიდან გამოცხადდა.

კერძოდ, დაიკეტება სამი მეტროსადგური: “მეღარო მუსიკის”, “ევანგელისმოს”, “სინდაღმა”. აქედან პირველი დაიკეტება 15:00 საათზე, ხოლო დანარჩენი ორი 16:30 საათზე.

მატარებლები, ცხადია, ჩვეულებრივად იმოძრავებენ, თუმცა, ამ კონკრეტულ სადგურებში გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ათენის ცენტრში გადაადგილება აქციების გამო გართულებული იქნება და საჯარო ტრანსპორტი მოძრაობის მარშრუტს შეცვლის, როგორც ეს ყოველ წელს ხდება, რომ თავი აარიდოს ცენტრალურ ქუჩებზე სვლას. მათი მოძრაობა საგზაო პოლიციის ბრძანებების საფუძველზე გაიმართება.

onalem

ტესტ