fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია მადლობას უხდის ლაბრადორ ბლანკოს, ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენისთვის

საბერძნეთის პოლიციის სოციალური ქსელის, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სამადლობელი პოსტი, რომელიც ლაბრადორ ბლანკოს ეხება. მან პოლიციას ფასდაუდებელი დახმარება გაუწია და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.

ბლანკომ შემთხვევის ადგილას პოლიციის ოფიცრებს ასაფეთქებელი ნივთიერებები აპოვნინა. თუმცა, ახლა ის უკვე აღარ ”მუშაობს” და სწორედ ამიტომ, მისი დამსახურება დააფასეს. თავისი განსაკუთრებული ყნოსვით, ის მაშინვე მიხვდა, თუ სად ინახებოდა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები.

მსგავსი ძაღლები დღეში 20-ზე მეტ პრევენციულ გამოძიებას აწარმოებენ. როდესაც ისინი იპოვნიან, რასაც ეძებენ და ზუსტ ადგილმდებარეობას მიუახლოვდებიან, ამ ადგილას სხდებიან და პასიურობენ, რათა პოლიციას მინიშნება მისცენ.

ლაბრადორებს ძირითადად წვრთნიან, რათა ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინონ.

onalem

ტესტ