fbpx
საბერძნეთი

მკვლელობა საბერძნეთში: 36 წლის მამაკაცს მსხვერპლისთვის 6.000 ევრო ჰქონდა გადახდილი, რათა მისი 15 წლის შვილიშვილი რძლად გამოეყოლებინა

ქსანთიში მომხდარი შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. 36 წლის მამაკაცმა 45 წლის მამაკაცს 5-ჯერ ესროლა და შემდეგ სოციალურ ქსელ Tiktok-ზე ვიდეო ატვირთა. ირკვევა, რომ ეს ტრაგიკული ინციდენტი უკავშირდება შეთანხმებას, რომელიც მსხვერპლსა და მკვლელს შორის არსებობდა და ის მათ შვილსა და შვილიშვილს ეხებოდა.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 36 წლის მამაკაცს თავისი მსხვერპლისთვის (45 წლის მამაკაცი) გადახდილი ჰქონდა 6.000 ევრო, რათა მისი ვაჟისთვის ცოლად გაეყოლებინა 15 წლის გოგონა (45 წლის მამაკაცის შვილიშვილი), შეთანხმება შედგა, ბავშვები დანიშნეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ბოლოს 45 წლის მამაკაცმა აზრი შეიცვალა და 15 წლის გოგო უკან სახლში წაიყვანა. ხოლო თანხა, 6.000 ევრო, უკან არ დაუბრუნებია.

ამ ფაქტს ვერ შეეგუა 36 წლის მამაკაცი, რომელიც თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, მის სახლში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა.

დამნაშავე სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში თურქულად საუბრობს.

@bengaloimit♬ orijinal ses – 👑•● BENGALO İMİT● •👑

onalem

ტესტ