fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: 84 წლის მამაკაცი 17 წლის გოგონასთან შეხვედრებში 20 ევროს იხდიდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ 84 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც თანხის სანაცვლოდ არასრულწლოვან გოგონასთან მიმართებაში გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

როგორც ირკვევა, გამოძიებას დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოხუცსა და 17 წლის გოგონას შორის არსებობდა უცნაური ახლო კონტაქტი, რის გამოც დაიწყეს დაკვირვება და საბოლოოდ, მამაკაცი ფაქტზე დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცი 20 ევროს იხდიდა არასრულწლოვან გოგონასთან შეხვედრაში, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს მასთან უშუალო სქესობრივი კავშირის დამყარებას.

ამ დროისთვის პოლიცია ეძებს მესამე პირს, რომელიც გოგონასა და მოხუცს ერთმანეთს ახვედრებდა, ასვევე, მოზარდის დედას, რომელსაც სავარაუდო მონაწილეობა აქვს საქმეში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გულგრილობის გამოჩენა ედება.

onalem

ტესტ