fbpx
საბერძნეთი

25 წლის გოგონა, რომელიც ტემპიში შეჯახებისას მძიმედ დაშავდა, კომიდან გამოვიდა და გარემოსთან კონტაქტობს

ტემპის ტრაგედიამ ბერძნული საზოგადოება შეძრა და დღემდე მომხდართან დაკავშირებით საპროტესტო აქციები არ წყდება. მიუხედავად ამისა, არსებობს სასიხარულო ინფორმაციაც, რომელიც ამ ფატალური შეჯახების შედეგად დაშავებულ გოგონას ეხება.

25 წლის გოგო ტემპის გადარჩენილია, რომელიც უმძიმესად დაშავდა და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში, კომურ მდგომარეობაში იყო მოთავსებული. როგორც მედია იუწყება, გოგონა კომიდან გამოვიდა და ფაქტობრივად, გარემოსთან კონტაქტურია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და ნელ-ნელა უმჯობესდება, დღის უმეტესი ნაწილი დამოუკიდებლად სუნთქვავს, ყოველგვარი დამხმარე აპარატების გარეშე.

გოგონა ჯერჯერობით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დარჩება, ვიდრე ექიმები ჩათვლიან, რომ მისი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ჩვეულებრივ პალატაში გადასაყვანად.

onalem

ტესტ