fbpx
საბერძნეთი

“შესაძლოა მთელი თვის მანძილზე იყოს ძლიერი მიწისძვრები, სახლები უნდა შემოწმდეს” – აკის ცელენტისი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე

გეოდინამიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, აკის ცელენტისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ელასონაში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრა, რომლის ძალაც 6 ბალს აღწევდა.

მისი განმარტებით, ასეთი ძლიერი მიწისძვრა გამოიწვია ტირნავოს სეისმურმა ტერიტორიამ, რომელიც გააქტიურებულია 1968 წლიდან და უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ადგილს ახასიათებს ძლიერი ბიძგები.

“ჩვენ არ ველოდებით უფრო ძლიერ მიწისძვრას, რადგან ეს იყო მთავარი მიწისძვრა. მიუხედავად ამისა, საკმაო ხანს, შესაძლოა მთელი თვის მანძილზეც კი, გვქონდეს ბევრი და თანაც ძლიერი მიწისძვრები. მათმა ძალამ მოსალოდნელია, რომ მიაღწიოს 5.5 ან 5.8 ბალს. სწორედ აქედან გამომდინარე, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს სახლებში, რომლებიც არ არის შემოწმებული ინჟინრების მიერ. 

სამწუხაროდ, ამ ფენომენმა შესაძლოა გასტანოს 1 თვე. აბსოლუტურად ყველა სახლი უნდა შემოწმდეს,” განაცხადა აკის ცელენტისმა.

 

 

onalem

ტესტ