fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ პარალიზებული დარჩა, ამბობს, რომ ვაქცინას ისევ გაიკეთებდა

ტელეკომპანია Mega-ზე, ნიკოს ევანგელატოს გადაცემაში ისაუბრა ექთანმა, რომელიც კორფუზე ვაქცინაციის შემდეგ პარალიზებული დარჩა, მას ქვედა კიდურების მოძრაობა გარკვეული პერიოდის მანძილზე არ შეეძლო.

სტელა მუმური ამბობს, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და რომ ოჯახს უკვე დაუბრუნდა. ის ცდილობს დაივიწყოს უსიამოვნო ინციდენტი და აცხადებს, რომ ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ვაქცინა არ უნდა გაეკეთებინა.

“ვაქცინას ისევ გავიკეთებდი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგად ვარ,” ამბობს ახალგაზრდა ქალი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაზუსტებული არ არის პარალიზება ვაქცინამ გამოიწვია თუ რაიმე სხვა ფაქტორმა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ