fbpx
საბერძნეთი

“როცა გავიგე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, ინსტინქტურად ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო” – 29 წლის მარიოს ხვალ დაკრძალავენ

29 წლის მარიოს ტურუციკას, რომელიც საბრძოლო ხომალდის ჩამოვარდნას ემსხვერპლა ანდარვიდაში, ხვალ, 2 თებერვალს დაკრძალავენ. ამის შესახებ თავად მისმა მამამ გაავრცელა ინფორმაცია.

მისი ცხედრის ამოსაცნობად მშობლებს დღეს სთხოვეს მისვლა, თუმცა, ეს მტკივნეული პროცესია და მისი მამა არ მონაწილეობს. როგორც ამბობს, არ უნდა, რომ შვილი ასე დაამახსოვრდეს, უნდა ახსოვდეს ისეთი, როგორიც იყო, გარდაცვალებამდე.

“ჩემი შვილი არ იყო გმირი, გმირები ომის დრო გვაქვს. ჩემი შვილი მებრძოლი იყო. არ მინდა გმირად მოიხსენიებდნენ, რადგან ის ამ წვრთნაში არ დაღუპულა იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე ჰყავდა. რასაც აკეთებდა ამაში ხელფასს იღებდა. მის ინტერესებში არ იყო სამშობლოსთვის მომკვდარიყო, ეს უბრალოდ მისი საქმე იყო. 

როცა თვითმფრინავი ჩამოვარდა, ინსტინქტურად ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო. სამსახურში სულ ბედნიერი მიდიოდა, თითქოს ეს საქმე კი არა, მისი ჰობი ყოფილიყო. ზაფხულში, როცა არ დაფრინავდა, სულ გაღიზიანებული იყო. მეუბნებოდა, რომ მეომარი იყო,” აცხადებს, ბატონი კოსტას ტურუციკასი.

onalem

ტესტ