fbpx
საბერძნეთი

კარანტინის გაგრძელება საბერძნეთში და მკაცრი ზომები მომდევნო სამი დღე? რა განცხადებებს გააკეთებენ დღეს 18:00 საათზე?!

დღეს საღამოს 18:00 საათზე საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები ახალი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრებენ.

როგორც უკვე ცნობილია, არსებობს დაბნეულობა და საბჭომ უკვე აღარ იცის, თუ რა არის სწორი, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსასვლელად. თითქმის მთელი საბერძნეთი “წითელ” ზონად არის ქცეული და მუტაცირებული შტამები გავრცელების პიკშია.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო სამი დღისთვის, ვინაიდან ორშაბათს უწევს დღესასწაული, დაწესდეს უფრო მკაცრი ზომები და გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით გაიცეს კონკრეტული მითითებები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ხვალიდან ორშაბათის ჩათვლით პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს, რომ თავიდან იქნეს არიდებული მუნიციპალიტეტებს შორის აქტიური გადაადგილება, სადღესასწაულოდ ან შეკრებები ფრანების გასაშვებად.

ცხადია, არ გამოირიცხება კარანტინის გადავადების საკითხიც.

საბოლოო გადაწყვეტილებები დღეს, 18 საათზე, ნიკოს ხარდალიასის გამოსვლის საშუალებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ