fbpx
საზოგადოება

“მას შემდეგ, რაც მჟავით დაწვა, კითხულობდა, ჰყავდა თუ არა იოანას დაცვა საავადმყოფოში” – მჟავით თავდასხმის საქმის დეტალები

მას შემდეგ, რაც იოანა პალიოსპირუს პირველი ფოტო გავრცელდა, მის შესახებ საუბარი არ წყდება. მთელი საბერძნეთი შეძრა ახალგაზრდა ქალის უბედურებამ, რომელსაც სახე, ხელები და ზურგიც კი დამწვარი აქვს.

კატერინა კენურიუს გადაცემაში ისაუბრა მისი ოჯახის ადვოკატმა, კრიმინალისტმა, აპოსტოლოს ლიტრამ, რომელმაც თქვა, რომ იაონას სურს დამნაშავე ქალს ჰკითხოს, ეს რატომ გააკეთა.

“იოანას უნდა, რომ ბრალდებულის წინაშე დადგეს და ჰკითხოს, ეს რატომ გააკეთა. დანაშაული მოხდა ეჭვაინობის, შურის, სიძულვილის ფონზე, რეალური მიზეზის გარეშე, რადგან ადამიანს აქვს წარმოდგენა, რომ ვინმესგან საფრთხე ემუქრება, იოანა კი ამას ვერც კი იფიქრებდა. მან საქმის ყველა დეტალი იცის.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული, მას შემდეგ, რაც მჟავა შეასხა, იოანას საახლობლო წრეში კითხულობდა, ჰყავდა თუ არა მას საავადმყოფოში დაცვა. როდესაც სასამართლოს დრო მოვა, ამასაც აღვნიშნავთ. ბრალი უნდა დამძიმდეს და წაუყენონ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, რადგან ამ ქალს იოანას მოკვლა სურდა,” აცხადებს აპოსტოლოს ლიტრა.

იოანა თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ:

დამნაშავე ქალი, რომელიც დაკავებულია:

onalem

ტესტ