fbpx
საზოგადოება

ტრაგედია სამეცნიერო სფეროში – ბერძენი მკვლევარი და მეცნიერი 57 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა

თეოდოროს პაპაზოღლუს გარდაცვალებამ ბერძნული და მთლიანად ევროპული სამეცინიერო საზოგადოება შეძრა.
გამორჩეული მკვლევარი და მეცნიერი, მხოლოდ და მხოლოდ 57 წლის ასაკში, კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. ის ბრიუსელის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და რეანიმაციაში ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.

პაპაზოღლუ თავდაპირველად კრეტაზე, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო შემდეგ ასპირანტურა ამერიკაში გააგრძელა.

მეცნიერი ორი შვილის მამა იყო და არანაირი დაავადება არ აწუხებდა. სრულიად ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანი კორონავირუსით დაიღუპა.

თეოდოროს პაპაზოღლუს ეკუთვნის 70-მდე სამეცნიერო გამოცემა და აქტიურად მონაწილეობდა ევროპის სამეცნიერო საბჭოს შექმნის საქმეში.

onalem

ტესტ