fbpx
ჯანმრთელობა

თესალონიკში ორი ჩვილი კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს – კიდევ ერთი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, “გენიმატას” საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ჩვილია მოთავსებული. ერთის ასაკი 3.5, ხოლო მეორის 9 თვეა. ამ დროისთვის მოწმდება მათი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

გარდა ამისა, თესალონიკის “იპოკრატიოს” საავადმყოფოში მოთავსებულია 15 თვის გოგონაც, რომელსაც კორონავირუსი ქსანთის ბოშათა დასახლებაში დაუდასტურდა.

სამწუხაროდ, 15 თვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას სხვა დაავადებებიც აწუხებს. ამ ფაქტმა სიტუაცია გაართულა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ბოშათა ამ დასახლებაში 8.000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ინფიცირების შემთხვევის დადასტურების შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ ჩავიდა ნიკოს ხარდალიასი.

onalem

ტესტ