fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

დელტა შტამის “აფეთქება” საბერძნეთში – დღეს კრიტიკული რიცხვები ფიქსირდება

როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საბერძნეთშიც, დელტა შტამმა უკვე გამოავლინა თავისი “კლანჭები”. დღეს ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 3.565 ახალი შემთხვევა, რაც სწორედ აღნიშნული მუტაციის გადამდებიანობის მაღალი მაჩვენებლით არის გამოწვეული.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, დელტა შტამი გადაეცემა გაცილებით სწრაფად, ვიდრე რომელიმე სხვა, აქედან გამომდინარე თავდაცვის ზომები განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს თითოეული ადამიანის მიერ.

3.000-სზე მეტი ინფიცირებული კრიტიკული რიცხვია 24 საათისთვის, იმის ფონზეც, რომ ზაფხულია და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია აცრილი, ერთი დოზით მაინც. ამას გარდა, გარდაცვლილთა რიცხვი 9-ს შეადგენს, ხოლო მართვით სუნთქვაზე 121 ადამიანი იმყოფება.

ექიმები აცხადებენ, რომ რეანიმაციებში მოთავსებულთა საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად არის დაცემული და რომ სერიოზულ მკურნალობას საჭიროებენ უკვე ახალგაზრდებიც.

 

onalem

ტესტ