fbpx
საბერძნეთი

კუნძულზე დასვენება, რომელიც ტრაგედიით დასრულდა – 20 წლის გოგონა ველოსიპედით, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა

ვოლოსის საზოგადოება შეძრულია 20 წლის გოგონას, დესპინას გარდაცვალებით, რომელიც კუნძულ აგისტრიზე დასასვენებლად წავიდა და უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, დესპინა პედაგოგიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ძალიან ბედნიერი იყო ამ პერიოდში, ვინაიდან მოხვდა იქ, სადაც სურდა, ხოლო რამდენიმე დღეს აგისტრიზე გაატარებდა, სწავლის დაწყებამდე. მისი დედა, რომელიც უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ამბობს, რომ მისი შვილი იმდენად გახარებული იყო, უჭირს დაჯერება, რომ ასეთი დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა მის დასვენებას.

“არ ვიცოდი, თუ საერთოდ იყენებდა ელექტრო ველოსიპედს ან პატინს, ზოგი მეუბნება, რომ ბასრ ქვას დაეცა და ასე გარდაიცვალა, ზოგი მეუბნება, რომ გადავარდა და კლდეზე დაეცა. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, გავუძლებ თუ არა საერთოდ, რომ უფრო მეტი დეტალი შევიტყო ინციდენტის შესახებ,” ამბობს გოგონას დედა.

როგორც ცნობილი გახდა, დაგეგმილია ექსპერტიზა, რათა დადგინდეს 20 წლის დესპინას სიკვდილის ზუსტი მიზეზი და გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

onalem

ტესტ