fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პატიმრობა 57 წლის მამაკაცს, რომელიც საკუთარი მანქანიდან ხანძრის მიმდინარეობას აკვირდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 57 წლის მამაკაცს, რომელსაც ხანძრის განზრახ გაჩენას ედავებიან.

საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი გასულ შაბათს ძუმერკაში, კერძოდ, კალენძის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც მანქანით იმყოფებოდა და ხანძრის მიმდინარეობას აკვირდებოდა. სხვანაირად ვერ აიხსნება ცეცხლმოდებულ ტერიტორიაზე ადამიანის ყოფნა, ვინაიდან მას იქაურობის დატოვების განზრახვა არ ჰქონდა და პარალელურად, აკვირდებოდა, თუ როგორ განვითარდებოდა ცეცხლის გავრცელება.

მას შემდეგ, რაც გამომძიებელთან ოფიციალური ჩვენება მისცა, გადაწყდა, რომ წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა.

მისი უცნაური ქმედებების შესახებ თავად ადგილობრივებმა აცნობეს სახანძრო სამსახურს და მამაკაცი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მალევე დააკავეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გაჩენის კიდევ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ისევ მისი მონაწილეობა ფიქსირდება.

 

onalem

ტესტ