fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში Market Pass-ის თანხა ჩაირიცხება სექტემბერსა და ოქრომბერში – ახალი განაცხადებისთვის სისტემა აგვისტოს ბოლოს იხსნება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, Market Pass-ის თანხის გაცემა მოხდება მომდევნო სამი თვისთვისაც, იგულისხმება აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი. ყველას აინტერესებს, თუ როდის გაიხსნება სისტემა ახალი განაცხადებისთვის და რა ოდენობის თანხები დაირიცხება ანგარიშებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, მათ, ვინც უკვე გააკეთეს განაცხადი წინა ჯერზე, ხელმეორედ აღარ მოუწევთ რეგისტრაცია, თუმცა, მისაღები თანხის ოდენობა განისაზღვრება 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნულს სისტემა ავტომატურად დაამუშავებს. რაც შეეხებათ მათ, ვინც პირველად გააკეთებს განაცხადს, სისტემა გაიხსნება აგვისტოს ბოლო რიცხვებში და მოგვიანებით ზუსტი თარიღიც გახდება ცნობილი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ განაცხადის თავიდან შევსება შეეძლებათ მათაც, ვისაც წინა ჯერზე არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა, ვინაიდან შესაძლოა მათ 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციაში იყოს რაიმე ცვლილებები.

თანხების ჩარიცხვა მოხდება ორჯერ, სექტემბრის თვეში, როდესაც დაირიცხება ორმაგი რაოდენობა ანუ აგვისტოსა და სექტემბრის თვეებისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო ოქტომბერში, შესაბამისად, დაირიცხება ამ თვისთვის განკუთვნილი რაოდენობა.

კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ბენეფიციართათვის თანხის ჩარიცხვა, იგივე რჩება.

onalem

ტესტ