fbpx
საბერძნეთი

ყველაზე მასშტაბური სამუშაოები გრაფიტის წინააღმდეგ ათენში – უკვე გაიწმინდა 15,200 კვადრატული მეტრი ზედაპირი

ათენში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ზედაპირების გრაფიტისგან გაწმენდას უკავშირდება. ათენის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ამ დრომდე უკვე გაწმინდეს დედაქალაქის ისტორიული უბნები და უსარგებლო ნახატები მოაშორეს 15.200 კვადრატული მეტრი ზედაპირიდან.

ათენის ათობით ისტორიული და მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც აქამდე სხვადასხვა საღებავებით იყო დაფარული, ახლა ისევ იხილავს მზის სინათლეს და ათწლეულების შემდეგ დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ დიდებას, ამასთანავე, კვლავ გახდებიან ათენის არქიტექტურული სიმდიდრის ნაწილი.

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი აცხადებს: “ათენის ცენტრი მრავალი ათწლეულის მანძილზე დაფარული იყო საღებავით, ათობით უსიამოვნო გრაფიტით. ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ ამ უბედურებას და სიშავეს, რომელიც მას ფარავს. ჩვენ მიერ შესასრულებელუ სამუშაოები არ დასრულებულა. ანტიგრაფიტის დიდი “ოპერაციები” კვლავ გაგრძელდება და ნელ-ნელა დავინახავთ ნათელ ათენს.” 

onalem

ტესტ