fbpx
საბერძნეთი

ათენში პოლიცია გაძლიერებული ძალებით იმუშავებს – გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მხარს უჭერს!

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე სამინისტროს ერთობილივი გადაწყვეტილების საფუძელზე, საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციის მუშაობა უნდა გაძლიერდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ათენში ორმაგი ან სამმაგი რაოდენობის პოლიციელი იმოძრავებს.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ წარმოიჭრა, რაც ბოლო დღეებში და განსაკუთრებით კი გასულ ღამეს, თავად პოლიციაზე განხორციელდა თავდასხმა, რის გამოც ოთხი ოფიცერი დაშავდა. ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების წევრები, ფაქტობრივად, არაფერს ერიდებიან. თავის მხრივ კი სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დანაშაულის პრევენციისთვის.

გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს საბერძნეთის პრეზიდენტს, პროკოპის პავლოპულოს, ასევე, სამოქალაქო დაცვის მინისტრს, რომელთაც სრული მხარდაჭერა გამოაცხადეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ დედაქალაქში პოლიციის პატრულირების დრო ღამის 02:00 საათამდე გაიზრდება.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უნდა აღმოიფხვრას კრიმინალი და ბევრად დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს მოქალაქეების დაცვაზე.

 

onalem

ტესტ