fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: სასტუმროს თანამშრომელმა 60.000 ევროს ღირებულების საათი იპოვა და ტურისტს დაუბრუნა

გავრცებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ მიკონოსზე მოხდა, სადაც სასტუმროს თანამშრომელმა, სრულიად შემთხვევით, ძვირადღირებული საათი იპოვა.

ირკვევა, რომ ტურისტმა ქალბატონმა Rolex-ის მარკის 60.000 ევროს ღირებულების საათი პლატი გიალოს სანაპიროზე დაკარგა. იქვე მდებარეობს სასტუმრო, რომლის თანამშრომელმაც ძვირადღირებული აქსესუარი სრულიად შემთხვევით იპოვა და მაშინვე სასტუმროში დაბრუნდა, რომ პატრონი მოეძებნათ.

სამის მასალების მიხედვით, ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციის განყოფილებასაც, საიდანაც სასტუმროში ერთ-ერთი ოფიცერი მივიდა და პატრონს საათი მისი თანდასწრებით გადაეცა.

onalem

ტესტ