fbpx
საბერძნეთი

ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კუნძულ პაროსზე, ტომ ჰენკსის ვილაში იმყოფება

ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი მეუღლე, მიშელ ობამა საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ პაროსა და ანტიპაროსზე იმყოფებიან, სადაც როგორც ცნობილი გახდა, ტომ ჰენკსის კუთვნილებაში არსებულ ვილაში ცხოვრობენ.

აღნიშნული ფაქტი საიდუმლოდ ინახებოდა, ვინაიდან ობამას წყვილის გარდა, საბერძნეთში იმყოფება სულ მცირე 30 ამერიკელი აგენტი. მათ მოახერხეს, რომ ტურისტების ყურადღება არ მიექციათ და ისე ჩასულიყვნენ კუნძულებზე.

ამას გარდა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე პაროსზე, ნაუსაში მდებარე ტავერნას ეწვივნენ, პერსონალს, რომელიც ემსახურებოდათ, უთხრეს, რომ ყველანაირი მოწყობილობები: ტელეფონები, ჭკვიანი საათები და ა.შ., დაეტოვებინათ კონკრეტულ ოთახში. რაც შეეხება თავად ტავერნას, მეპატრონემ ხელი მოაწერა სპეციალურ განცხადებას, რომ მათი ვიზიტი კონფიდენციალური დარჩებოდა და არ გაჟონავდა ინფორმაცია.

არსებული ცნობებით, ობამებთან ერთად იმყოფებიან ტომ ჰენკსი და მისი მეუღლეც.

 

onalem

ტესტ