fbpx
საბერძნეთი

სალათი “ხორიატიკი” 10 ევრო, წყალი და პური კი, ფასიანი შემდეგ ხდება, რაც ანგარიში მოაქვთ – ვითარება კრეტაზე

კრეტაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის გაერთიანებაში სულ უფრო და უფრო მეტი საჩივარი შედის ტავერნებსა და რესტორნებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კუნძული ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების მქონე მიმართულება, თუმცა, ჩანს, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ისარგებლა ტურისტების დიდი რაოდენობით და ვითარება შეიცვალა. როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მომხმარებლები ჩივიან, რომ სალათი “ხორიატიკი”, რომელიც ნამდვილად არ შედგება ეგზოტიკური ინგრედიენტებისგან, 10 ევრო ღირს, ზოგიერთ ტავერნაში კი, პური და წყალი მაშინვე მიაქვთ, როდესაც მაგიდასთან სხდებიან, თუმცა, მათ არავინ ატყობინებთ, რომ რეალურად მათი საფასურიც უნდა გადაიხადონ.

ირკვევა, რომ კლიენტები მხოლოდ მას შემდეგ ხვდებიან, რომ პურსა და წყალშიც ართმევენ თანხას, რაც ანგარიშს მიუტანენ და ქვითარს დახედავენ, მანამდე კი, “საჩუქრად” ითვლება.

გაერთიანება აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ყურადღება გამოიჩინონ და წინასწარ დააზუსტონ, რაში უნდა გადაიხადონ რეალურად თანხა.

onalem

ტესტ