fbpx
საბერძნეთი

ლარისაში რუსი ქალი ქმარსა და შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს

ლარისას სასამართლომ რუსი ქალი დამნაშავედ სცნო და 21 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, საკუთარ ქმარსა და შვილზე ძალადობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლს სასამართლოში მამაკაცმა უჩივლა, რადგან ჯერ თავიანთი 4 წლის გოგონა ითრია თმით და მთელ სხეულზე ურტყამდა, შემდეგ კი, როდესაც სახლიდან წასვლა სცადა და დაინახა, რომ მის ქმარს არ ჰქონია რაიმე რეაქცია, კიდევ უფრო გაცხარდა და თავად მასაც გაუსწორდა ფიზიკურად. როგორც მამაკაცი აცხადებს, არ უნდოდა ამ ყველაფერში აჰყოლოდა, რადგან მისთვის უმთავრესი შვილი იყო და ცდილობდა, რაც შეიძლეობდა სწრაფად დასრულებულიყო ეს სცენები.

ამას გარდა, სასამართლო პროცესზე მამაკაცმა ისიც დაადასტურა, რომ ძალადობას ადგილი წარსულშიც ჰქონია და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. საბოლოოდ, მოსამართლემ რუსი ქალი დამნაშავედ სცნო არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

onalem

ტესტ