fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 6 წლის ბიჭმა გულის შეტევა მიიღო, ხოლო მისი გადაყვანისას სასწრაფო დახმარების მანქანა გაფუჭდა

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმეა 6 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ საღამოს გულის შეტევა განუვუთარდა. ის ამ დროისთვის პატრაში, რიოს საავადმყოფოშია მოთავსებული, ბავშვთა განყოფილებაში.

არსებული ცნობებით, შემთხვევა გრევენაში მოხდა. როდესაც ბავშვი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს და მანქანა ადგილზე მალევე მივიდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ბავშვი გრევენადან პატრაში უნდა გადაეყვანათ, შესაბამისად, ეს ყველაფერი კვლავ სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა მომხდარიყო. რეანომობილს, რომელსაც ბავშვი მიჰყავდა, გზაში გაფუჭდა და საჭირო გახდა კიდევ სხვა მანქანის გამოძახება.

ამ დროისთვის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება და ექიმები იმედოვნებენ, რომ ნელ-ნელა დასტაბილურდება. მცირეწლოვანი მართვითი სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.

onalem

ტესტ