fbpx
საბერძნეთი

რა განაცხადა ნიკოს ხარდალიასმა მეორე კარანტინის შესახებ – რას გეგმავს საბერძნეთი?!

ნიკოს ხარდალიასმა დღევანდელი გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არ გეგმავს მომდევნო მასშტაბურ კარანტინს.

“ქვეყანაში მეორე მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება! მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რთული იქნება ადგილობრივი კარანტინის მდგომარეობაც, ვინაიდან შეგვიძლია, რომ მიზანს მივაღწიოთ მხოლოდ მიღებული ზომებითაც კი. 

იმისთვის, რომ არ გვქონდეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა, უნდა გავაკეთოთ ორი მარტივი რამ:

  1. ვატაროთ ნიღაბი და დავიცვათ ჰიგიენის წესები.
  2. დავიცვათ დისტანცია.”

ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, რომ ეკრანებზე იმისთვის დაბრუნდა, რომ აუცილებელია საზოგადოებას კვლავ მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, ვინაიდან ყოველდღე ვრცელდება უამრავი ყალბი ცნობა, რაც იწვევს პანიკას.

ამასთანავე, კითხვაზე, იქნება თუ არა მის გვერდით სოტირის ციოდრასიც, მან უპასუხა: “საბედნიეროდ, მან მდგომარეობამდე ჯერ არ მივსულვართ.”

ამრიგად, პროფესორის გამოჩენა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, მაგრამ ცხადია, ციოდრასი ვირუსთან ბრძოლის საქმეში კვლავ მთავარ ფიგურანტად რჩება.

onalem

ტესტ