fbpx
საბერძნეთი

“24 ივლისი, გლოვის დღე მთელი საბერძნეთისა და ქრისტიანობისთვის” – მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი

“24 ივლისი არის გლოვისა და ტკივილის დღე მთელი საბერძნეთისა და ქრისტიანული სამყაროსთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება გეოპოლიტიკური გათვლები და ინტერესები,” აცხადებს მთავარეპისკოპოსი იერონიმოსი აგია სოფიას საკითხთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს თურქეთის ამ გადაწყვეტილებას, არღვევს ლეგიტიმურობის ყველანაირ ცნებას და შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს.

“აგია სოფია ხელში უვარდება ხალხს, რომელიც დროთა მანძილზე მუდმივდ არღვევს საერთაშორისო კანონებსა და ადამიანის უფლებებს. ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობის უკიდურესი და ყველაზე ბნელი ფორმა, რომელსაც ისინი საკუთარ სუვერენიტეტს უწოდებენ,” აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

 

onalem

ტესტ