fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილი ბერძენი მომღერლის, ანა ვისის დაბადების დღე გუშინ იყო

ბერძენ-კვიპროსელი არტისტი ანა ვისი 1957 წლის 20 დეკემბერს დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ მას გუშინ 60 წელი შეუსრულდა. პოპულარული მომღერალი კვიპროსში დაიბადა და ათენში კარიერა 1973 წელს დაიწყო. თავისი კარიერის მანძილზე ის უამრავი ახალგაზრდა მომღერლის ინსპირაციის წყარო გახდა და მოგებული აქვს ათობით მუსიკალური ჯილდო, მათ შორის 31 პლატინის და 11 ოქროს სერტიფიკატი. ის არის საბერნეთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ხელოვანი და მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 9,5 მილიონს აღწევს. ვისი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან მომღერალთა სიაშია.

ანა ვისი მშვენიერ სანაპირო ქალაქში, ლარნაკაში დაიბადა. მისი მამა ნესტორ ვისი პატარა მარკეტს ფლობდა, ხოლო დედა სიმღერის ნიჭით დაჯილდოვებული დიასახლისი იყო. ეს ნიჭი კი მის სამ შვილსაც გადაეცა, ანას, ნიკის და ლიას. ანამ ტალანტი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა, მაშინ, როცა მისმა დამ, ლიამ ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მათ ერთად ჩამოაყალიბეს “დები ვისები” და კვიპროსზე ადგილობრივ ფესტივალებზე მღეროდნენ, ძირითადად ტრადიციული ფოლკლორის შედევრებს.


ანას მამამ მაღაზია დაკეტა და ოჯახთან ერთად ათენში გადავიდა საცხოვრებლად. ანამ თავისი პირველი კონტრაქტი 16 წლის ასაკში გააფორმა. მალე ის ორ ყველაზე ცნობილ ბერძენ ვარსკვლავთან ერთად მღეროდა.

1986 წელს მან ნიკოს კარველასზე იქორწინა, რომლიც გავლენითაც მისი კარიერა განსხვავებული გზით წავიდა. 90-იანებში მან გამოუშვა სიმღერები, რომლებიც ჰიტებად იქცა. ამ ყველაფერს კი მის მეუღლესთან თანამშროლით აკეთებდა, რომელიც კომპოზიტორი და სცენარისტია. მათ ჰყავთ შვილი სოფია და ანა უკვე ბებიაც გახდა.

onalem

ტესტ