fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 29 წლის ქალი, რომელსაც შვილი სამკურნალოდ ჰყავდა მიყვანილი, პალატაში გარდაცვლილი იპოვეს

ინციდენტი, რომლის მიზეზებიც ამ დრომდე უცნობი რჩება, კერკირაზე დღეს დილით მოხდა. 29 წლის ქალი საკუთარ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც პედიატრიულ კლინიკაში საშარდე გზების ინფექციით იყო მოთავსებული და მკურნალობდა.

დღეს დილით სხვა მშობლებმა ბავშვის ძლიერი ტირილი გაიგონეს და პალატაში შევიდნენ, სადაც 29 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში ნახეს. ორი შვილის დედა იატაკზე იწვა.

როგორც ცნობილია, ადგილზე სწრაფად მივიდნენ ექიმები და ქალის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, უკვე გვიანი იყო.

ახალგაზრდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად სიდარიში ცხოვრობდა, ხოლო ერთ-ერთი ბავშვი ინფექციური დაავადების გამო ჰყავდა მიყვანილი პედიატრიულ კლინიკაში.

დანიშნულია ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ამ დრომდე კი ინციდენტი იდუმალებით არის მოცული.

onalem

ტესტ