fbpx
საზოგადოება

კონტროლი ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ოქტომბერში 6.911 ადამიანი დაჯარიმდა

ათენის სატრანსპორტო კომპანია, უბილეთოდ მგზავრობის გამო, მილიონობით ევროს შემოსავალს კარგავს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კომპანიამ რამდენიმე თვეა დაიწყო მეტროსა და სხვა საჯარო ტრანსპორტში აქტიური კონტროლი, რომელიც მიზნად ისახავს გამოვლინდეს უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევები და კანონდამრღვევი დაჯარიმდეს გარკვეული თანხით.

OASA-სა და STASY-ს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში საერთო ჯამში 340,958 შემოწმება განხორციელდა. მხოლოდ ერთი კონტროლიორი საშუალოდ 162 ადამიანს ამოწმებს. გასული თვის მონაცემებით, დაჯარიმდა 6.911 ადამიანი, რომელიც უბილეთოდ მგზავრობდა.

სატრანსპორტო კომპანია მაქსიმალურად ცდილობს აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრას. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, 20 მგზავრიდან მხოლოდ 1-ს აქვს მოქმედი ბილეთი.

 

onalem

ტესტ