fbpx
საზოგადოება

“ძაღლს პირი გავუხსენი, რომ ჩემი შვილის ფეხი იქიდან გამომეღო” – ექსკუზიური მასალა, თუ რა მდგომარეობაშია 9 წლის ბიჭი

ბერძნული მედია ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც 9 წლის ბიჭია ასახული. ბავშვს მრავალჯერადი ჭრილობები აქვს მიყენებული მას შემდეგ, რაც თავს სამი დიდი ზომის ძაღლი დაესხა და ის მთელ სხეულზე დაკბინეს. ამჟამად მცირეწლოვანი სერესის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფოტოებზე ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია 9 წლის ბიჭი. მისი დედა ჰყვება, თუ როგორ დაიხსნა შვილი სამი ძაღლის კბილებისგან:

“ჩემმა ბიჭმა დაინახა ძაღლები და გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ტანის იყვნენ, შეეშინდა და იქვე დაიმალა, მაგრამ პატრონის 24 წლის შვილმა მას უთხრა, რომ ნუ იმალებოდა და ახლოს მისულიყო, რათა ძაღლები გაეცნო. ჩემი შვილი ენდო, გამოვიდა და როცა ცოტა მანძილი გაიარა, სამივე თავს დაესხა. ისინი კი ისხდნენ და უყურებდნენ და არ შეეძლოთ ძაღლების დამორჩილება. რამდენიმე წამში მე მივედი, ძაღლს პირი გავუხსენი, რომ ჩემი შვილის ფეხი იქიდან გამომეღო. 

ჩემი ბიჭი დაგლეჯილია, თავზეც კი უკბინეს, ფეხებზე, ადგილი არ დაუტოვეს,” ამბობს ქალი.

ძაღლების პატრონი 49 წლის მამაკაცია, რომელის 24 წლის შვილმაც მათ კარი გაუღო და გარეთ გამოვიდნენ. ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ მან სცადა ძაღლების დამორჩილება, როცა ბავშვს დაესხნენ თავს, თუმცა, ვერ შეძლო და ისიც დაკბინეს.

ამ დროისთვის ორივე მათგანი დაკავებულია და 49 წლის მამაკაცს ადმინისტრაციული ჯარიმა ელის.

აღსანიშნავია, რომ სამივე ძაღლს ჰქონდა ჯანმრთელობის წიგნაკი და აცრები სრულყოფილად აქვთ ჩატარებული, ამ მხრივ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.

 

onalem

ტესტ