fbpx
საბერძნეთი

მძიმე კადრები საბერძნეთიდან: 38 წლის კაცი, რომელსაც მღვდლის ცოლმა ქმრის მოკვლა სთხოვა, გარდაცვლილი იპოვეს

მძიმე კადრები კრეცენადან ვრცელდება. ორმა ადგილობრივმა იპოვა ცხედარი, რომელიც 38 წლის ბერძენ მამაკაცს ეკუთვნის და ის დაკავშირებულია მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, მან წარსულში მამა მოკლა და სასჯელიც მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად კრეცენაში წავიდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ გარდაცვლილს ურთიერთობა ჰქონდა მღვდლის მეუღლესთან, რომელმაც სთხოვა, რომ ქმარი მოეკლა, მაგრამ თავად უარი განუცხადა. როგორც მედია იუწყება, ქალმა უარის მიღების შემდეგ მღვდელი ქმრის მოკვლის სხვა გზებს ეძებდა.

მამაკაცის ცხედარი იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციამ კრიმინალური დანაშაულის კვალი ვერ იპოვა, თუმცა, დაიგეგმა ექსპერტიზა სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

 

onalem

ტესტ