fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საგანგებო ინფორმაცია: რომელი გზები გადაიკეტება ხვალ ათენში?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ ათენში ცენტრალური გზები გადაკეტილი იქნება. აღნიშნული მოვლენები უკავშირდება 2008 წელს ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობას, რის გამოც ქალაქში მუდმივად იმართება საპროტესტო აქციები.

ხვალ დილის 10:00 საათიდან კონკრეტულ გზებზე შეზღუდული იქნება გადაადგილება:

ალექსანდრას გამზირი, სტადიო, აკადიმიას, ვასილისის ოლგას, ფილელინონ, სიგრუ, პატისიონი, ვასილისის სოფია, რიგილის.

გადაადგილების პრობლემა აქციების გამო იქნება ომონიაზე, სინდაღმაზე, პლატია კოძიასთან, ექსარხიაში.

საგზაო პოლიცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი, მოსახლეობას ურჩევს გამოიყენონ მეტრო, ნაცვლად ავტობუსებისა და ტროლეიბუსებისა.

 

onalem

ტესტ