fbpx
საზოგადოება

დღეს მძიმე დღე ათენში – რომელი მეტროსადგური და გზები იქნება დაკეტილი?!

დღეს ალექსანდროს გრიგოროპულოს ხსოვნასთან დაკავშირებით მოსწავლეები მსვლელობას გამართავენ, რის გამოც, როგორც უკვე ცნობილია, გადაიკეტება გზები და მეტროს ერთი სადგური.

ათენში აქცია 12:00 საათისთვის პროპილეადან დაიწყება, თუმცა, ქალაქში გზებზე მოძრაობა 10:00 საათიდან იქნება შეზღუდული. გავრცელებული ინფორმაციით, დილის 09:00 საათიდან დაკეტილი იქნება სადგური “პანეპისტიმიოც“. სადგურში მატარებელი გაჩერების გარეშე ჩაივლის.

ტერიტორიები, სადაც გართულებული იქნება გადაადგილება არის:

ალექსანდრას გამზირი, სტადიო, აკადიმიას, ვასილისის ოლგას, ფილელინონ, სიგრუ, პატისიონი, ვასილისის სოფია, რიგილის.

გადაადგილების პრობლემა აქციების გამო იქნება ომონიაზე, სინდაღმაზე, პლატია კოძიასთან, ექსარხიაში.

საგზაო პოლიცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი, მოსახლეობას ურჩევს გამოიყენონ მეტრო, ნაცვლად ავტობუსებისა და ტროლეიბუსებისა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ალექსანდროს გრიგოროპულო 11 წლის წინ პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

onalem

ტესტ