fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტემპერატურის ვარდნა დღეს საბერძნეთში – სად იწვიმებს?!

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, ამინდი შედარებით გაუარესდება ქვეყნის ჩრდილოეთითა და სამხრეთით. მოსალოდნელია მოღრუბლულობა და მცირე ნალექი, წვიმის სახით.

მაკედონიასა და თრაკიში იწვიმებს პერიოდულად, მთიან რეგიონებში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი. ტემპერატურა 3-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო – მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ტემპერატურა 6-დან 16 გრადუსამდე. ეპირუსში 3-5 გრადუსით ნაკლები.

ატიკა – აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში შუადღეს ნავარაუდევია წვიმა, რომელიც საღამოსთვის შეწყდება. ჰაერი 8-დან 15 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკშიც მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა. იქროლებს ქარი 3-5 ბალი სიძლიერის. ტემპერატურა 5-დან 12 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ