fbpx
საბერძნეთი

ათენის პლაკაზე რესტორნები და მაღაზიები არ გაიხსნა – რა არის ამის მიზეზი?!

საბერძნეთში კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების ამუშავების ნებართვა სახელმწიფოსგან უკვე გაიცა. ბევრი მათგანი გაიხსნა და კლიენტებსაც იღებენ, მაგრამ პლაკაზე, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ და ყველაზე პოპულარულ ადგილას, კვლავ სრული სიცარიელეა.

როგორც ტელეკომპანია Mega-ს სიუჟეტიდან ირკვევა, რამდენიმე რესტორანი და მაღაზია საერთოდ არ გაიხსნა, რადგან ისინი ძირითადად ტურისტებს მასპინძლობდნენ და ახლა სამუშაო, ფაქტობრივად, არ აქვთ. ასევე, იძულებული გახდნენ, შეემცირებინათ თანამშრომელთა რაოდენობა და ზოგ მათგანი საერთოდ უსამსახუროდ დარჩა.

ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ თუ ფრენები და კრუიზები არ აღდგება, ურთულესი ზაფხული ელით.

ცხადია, ეს სიტუაცია უკიდურესად უჩვეულოა, რადგან საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებით სუნთქავს და რთული წარმოსადგენი იყო, რომ აკროპოლი, პლაკა, მონასტირაკი დაცარიელდებოდა არა მხოლოდ ტურისტებისგან, არამედ ადგილობრივებისგანაც კი.

onalem

ტესტ