fbpx
საბერძნეთი

7 ყველაზე იაფი ბერძნული კუნძული – “დასვენება სამოთხეში” ხელმისაწვდომ ფასად

კორონავირუსმა ბევრ ადამიანს ჩაუშალა სამოგზაურო გეგმები და მეტიც, არათუ შეუძლებელი გახადა მიმოსვლა, არამედ კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი, რომელიც 2020 წლის საუკეთესოდ გატარებას გეგმავდა.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შანსი დაისვენოთ კარგად, თუკი ზღაპრული სანაპიროების მოყვარული ბრძანდებით. Skyscanner’s Travel Blog-ის მიხედვით, გამოვლინდა 7 ყველაზე იაფი ბერძნული კუნძული, სადაც ფასები გაცილებით დაბალია იმასთან მიმართებაში, თუ რას გთავაზობენ.

ახალი არ არის, რომ აქ არის ლაჟვარდოვანი სანაპიროები, კრისტალურად სუფთა წყლით და ქვიშით. საუკეთესო ტრადიციული კერძები და ხედები, რომლებიც თქვენი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.

ყველაზე იაფ კუნძულთა სიაში პირველ ადგილს სერიფოსი იკავებს.

მას მოჰყვება ჯადოსნური ანდროსი, რომელიც, სხვათა შორის, ელენი მენეღაკის საყვარელი ადგილია.

შემდეგ მოდის მილოსი, რომელიც ევროპის საუკეთესო კუნძულთა სიაშია შესული და ზღაპრული სანაპიროები აქვს.

თასოსი

კითირა, რომელიც ტურისტებში არც თუ ისეთი პოპულარულია. აქ იპოვით სიმშვიდეს და მაქსიმალურად განიტვირთებით.

სიმი

იკარია

onalem

ტესტ