fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

რამდენი მილიონი ევროთი იზარალა საბერძნეთმა კარანტინის დროს – რა “ღირს” თითო უმოქმედო თვე?!

განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა ΣΚΑΙ-სთან საუბრისას კონკრეტული ციფრები დაასახელა, თუ რამდენი მილიარდი ევროთი იზარალა საბერძნეთმა ორი თვის მანძილზე, კარანტინის გამო.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მცირე ზომის სავარჯიშო დარბაზები შედარებით ადრე გაიხსნება, ხოლო დიდი დარბაზები მოგვიანებით.

გეორგიადისმა ხაზი გაუსვა, რომ ქირაზე 40%-იანი ფასდაკლება წლის ბოლომდე ვერ გაგრძელდება, რადგან ეს უძრავი ქონების ბაზარზე დიდ პრობლემებს შექმნის.

“ჩვენ გვსურს, რომ ყველა პროფესიულ სექტორს დავანახოთ, რომ ისინი არ არიან მარტო. მაგრამ ყოველთვის უნდა ვიმოძრაოთ წინ ლოგიკისა და ფისკალური მდგრადობის ფარგლებში.

ორთვიანი კარანტინი საბერძნეთს 12 მილიარდი ევრო დაუჯდა, ყოველი თვე 6 მილიარდი ევრო “ღირს”და შესაბამისად, მარტის მეორე ნახევრიდან მაისის პირველ ნახევრამდე, დანაკარგმა 12 მილიარდ ევროს მიაღწია.

უმეტესობა პროგნოზირებს რომ ეკონომიკური აქტივობის კლება იქნება ორმაგი, მაგრამ მთავრობა იმუშავებს რამდენადაც შეუძლია და საბოლოოდ შექმნის ფონდს.”

onalem

ტესტ